რუსთავსი გმირთა მემორიალის მოპირდაპირედ არსებულ პატარა სკვერს (მეგობრობის გამზირის მიმდებარედ - საგამოფენო სივრცეს) რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მერიამ ტენდერიც გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეკრეაციულ სივრცეში იგეგმება მონოლითური რკ,ბეტონის კონსტრუქციის ხრეშოვან საფუძველზე მოწყობა, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება საგამოფენო სტენდი და ტენტი.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 363 593 ლარი გამოიყო.