ეპიდვითარება რუსთავში

2022-03-31 19:58:12

ბოლო 24 საათში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 21 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 67 პირი შემოწმდა.

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლიდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 191 პირი გამოიკვლიეს.