რუსთავში ძლიერი ქარია. [ვიდეო/video]
სინოპტიკოსებმა პროგნოზები, რომ საქათველოში დღეს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებდა, ჯერ კიდევ წინა დღეებში გააკეთეს.
მსგავსი ამინდები რუსთავს არ უკვირს, ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე "ქარიანი" ქალაქი, თუმცა დღეს რუსთავის ქუჩებში ამინდის ცვალებადობა განსაკუთრებულად შეიმჩნეოდა და ავტომობილიდანაც კი მარტივად აღსაქმელი იყო.
მტვრის მასა, რომელზეც არაერთმა რუსთაველმა მოგვწერა, გაჩიანის მხრიდან შემოედინებოდა, ზოგიერთ ქუჩაზე კი იმდენად ძლიერად, რომ ხილვადობაც გაძნელებული იყო. დაბალი ხილვადობა იყო ტაშკენტის, ლეონიძის, მოდებაძის ქუჩებზე, შარტავასა და მეგობრობის გამზირებზე.
"ინფო რუსთავი" გთავაზობთ "ქარიშხლიანი" რუსთავის ქუჩებში გადაღებულ ვიდეოს.