ბოლო 24 საათში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 6 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 75 პირი შემოწმდა.
კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.
როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 159 პირი გამოიკვლიეს.