"რუსთავის თასი 2022"-ის გამარჯვებული "ვინგსი" გახდა. [ვიდეო/video]
ბავშვთა საკალათბურთო ტურნირის ფინალურ მატჩში გუნდი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას დაუპირისპირდა, დაძაბულ და სანახაობრივ თამაშში უპირატესობის მოპოვება შეძლო და ანგარიშით 46:33 გაიმარჯვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ვინგსის" კალათბურთელი ანდრია ჭკადუა გახდა .
ტურნირში მესამე ადგილი "თბილისი ბასკეტმა" დაიკავა, მასში სულ 12 გუნდი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილების მფლობელებმა სიგელები, თასები და სხვადასხვა საჩუქარი მიიღეს.
ტურნირს ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსი მასპინძლობდა. სპორტული ღონისძიება საკალათბურთო კლუბ "რუსთავისა" და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. მხარდაჭერები იყვნენ "მჯ ფიტნესი", მაღაზია "jasdrip", "shoot360" და "დელფუდი".
ტურნირის მედია პარტნიორი "ინფო რუსთავია".