2022-03-25 00:19:05
გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 4 პირს დაუდასტურდა.
როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში, ჯამში, 61 პირი შემოწმდა.
3 პირს კოვიდი "პისიარ" კვლევის შედეგად დაუდასტურდა.