რუსთაველი მოკრივე ლუკა კუბლაშვილი 48 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ხორვატიაში მიმდინარე 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრების წევრმა ფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელი მოკრივე, ანდრილ ეიფომოვიჩი დაამარცხა, ოქროს მედალი მოიპოვა და, შესაბამისად, ჩემპიონის ტიტულის მფლობელიც გახდა.