გაძვირდა თუ არა ტაქსი რუსთავში

2022-03-22 18:48:26

საწვავისა და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირების პარალელურად, "ინფო რუსთავს" მოქალაქეები დაუკავშირდნენ კითხვით, ხომ არ გაძვირდა რუსთავში ტაქსით მგზავრობა.

როგორც აინფორმაციო ააგენტომ გაარკვია, ტაქსით მგზავრობის ღირებულება ქალა არ შეცვლილა, ახალი რუსთავიდან ველი რუთავის მიმართულებით და პირიქით გადაადგილება ისევ 4 ლარი რჩება, შედარებით ახლომდებარე მისამართებზე კი, 3 ლარი. "ინფო რუსთავი" რამდენიმე მძღოლსაც ესაუბრა, მათი თქმით, ჯერ-ჯერობით საფასურის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა.

რაც შეეხება ტაქსის გამოძახების სხვადასხვა კომპანიას, ზოგიერთი მათგანის მომსახურება 20-30 თეთრით უკვე გაძვირებულია.