შაქრისა და ფქვილის დეფიციტი რუსთავის მაღაზიებში. დახლები ცარიელია, როგორც მსხვილ ქსელურ, ისე მცირე სასურსათო მაღაზიებში. სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულების ინფორმაციით, პირველადი მოხმარების პროდუქტების შემოტანა მარკეტებში ჩვეულ რეჟიმში ხდება, დახლების დაცარიელება კი, მყიდველების მხრიდან წამოსულმა გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია.