რუსთავის სასტუმროში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ლომოურის ქუჩაზე, ერთერთ სასტუმროში, 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით მამაკაცი რუსეთის მოქალაქე იყო.
გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო.