რუსთავის მაღაზიების დიდ ნაწილში ისევ შაქრის დეფიციტია.
ქალაქის მასშტაბით დიდ ქსელურ მარკეტებში აღნიშნულ პროდუქციას ვერ იყიდით, თუმცა დაზუსტებით ვერ ვიტყვით, შეძლებთ თუ არა შაქრის შეძენას რომელიმე არაქსელურ მაღაზიაში.
როგორც მარკეტებში დასაქმებულები აცხადებენ, მოქალქეები შაქარს ისევ დიდი რაოდენობით ყიდულობენ და მარაგები ძალიან მცირე დროში იწურება.
"არ მიგვიღია დაახლოებით 4 დღეა, თუმცა რომ მოვა შაქარი წამებში აღარ არის. 10 ტომარა 15 წუთში გაიყიდა როცა მოვიდა", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ერთ-ერთ ქსელურ სუპერმარკეტში დასაქმებულმა პირმა.