რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-03-15 23:42:18

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მე-17, მე-11, 19-ე, 16-ე მიკრორაიონებში, სანაპიროს, ტაბიძის, მშენებელთა, მაზნიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.