ხმაური რუსთავში, ერთ-ერთ ქუჩაზე

2022-03-13 23:57:35

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ხმაური იყო.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ადგილობრივებმა თოდრიაზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვა მალევე შეძლეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციასთან ერთად, უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც.