ლარი გამყარდა

2022-03-10 13:45:49

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 3.33 ლარად, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 3.23 ლარად შეგიძლიათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 10 მარტის ოფიციალური მონაცემებით კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.40 ლარია.