გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 მარტს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, თბილისის, მაჩაბელის, ვაჟა-ფშაველას, ვახუშტის, პეტრე მელიქიშვილი, გონაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, მე-18 მიკრორაიონში. 12:00-დან 13:00 საათამდე - ფალიაშვილის, მეგობრობის, ახმეტელის, ლომოურის ქუჩებზე, 13:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტს თოდრიას, მესხიშვილის, ლომოურის, მშენებელთა, ფალიაშვილის, მეგობრობის ქუჩებზე, მე-6, მე-7, მე-11 მიკრორაიონებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.