რუსთაველები რუსთავში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
"ინფო რუსთავს" ერთ-ერთი მგზავრი დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, საბურთალოზე მიკროავტობუსს ათობით მგზავრი ელოდება.
"დაახლოებით ერთი საათი ველოდებოდით 50 ადამიანი აჭარასთან. ვიდექით სველები, გაწუწულები. ნაწილი წამოვედით, ნაწილი ჯერ კიდევ ელოდება", - აცხადებს მგზავრი.
როგორც "ინტერტრანსში" საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, შეფერხების მიზეზი საატომობილო გზაზე წარმოქმნილი საცობია.