9-12 მარტი, ცივი და ნალექიანი ამინდები

2022-03-08 15:20:30

9-12 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი, მთიან რეგიონებში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 9 მარტი  +5°C, 10 მარტი  +8°C, 11 მარტი  +2°C, 12 მარტი  +3°C.