რუსთავის სამოქალაქო ორგანიზაციების გაერთიანების ორგანიზებით რუსთავში გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. აქტივობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად არის დაგეგმილი.
რუსთაველებს და არა მხოლოდ რუსთაველებს შუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გასაყიდი ლოტების შეთავაზებაში, პირდაპირი დონაციით ან ნებისმიერი სხვა ფორმით.
გამოფენა-გაყიდვა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ახალგაზრდობის პარკში 12:00 დან 16:00 საათამდე გაიმართება.