რუსთავში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა [video]

2022-03-07 18:42:30
რუსთავში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევა მე-17-მკრ-ში, #40 საბავშვო ბაგა-ბაღთან მოხდა.

ავტომობილი, ფეხით მოსიარულე ქალს, ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელს დაეჯახა.

დაშავებული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ კლინიკაში იქნა გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.