რუსთავში, მესხიშვილი N5-ის მიმდებარედ და მესხიშვილის N11-13-თან არსებული რეკრეაციულ სივრცეებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მუნიციპალიტეტმა 2 ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ორივე პროექტისთვის საერთო ჯამში 969 473 ლარი გამოყო.
როგორც სატენდერო დოკუმენტებიდან ვკითხულობთ, მესხიშვილი N5-ის მიმდებარედ რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყობა ახალი საფეხმავლო და საგზაო ნაწილი ფერადი დაწნეხილი ბეტონის ფილებით. დამონტაჟდება ახალი სკამები და სანაგვე ურნები. დაირგვება პაულონიას, ირმის რქისა და ტუიას დეკორატიული მცენარეები.
ხოლო მესხიშვილის N11-13-თან არსებულ სკვერში გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები დაწნეხილი ბეტონის ფილებით, საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, სპორტული მოედანი სავარჯიშო ტრენაჟორებით და მინისტადიონი. არსებული ფანჩატურები ჩანაცვლდება ახალი დეკორატიული კეთილმოწყობილი ფანჩატურებით, გაზონებში მოხდება ნაყოფიერი მიწის შეტანა და დაირგვება საბაღე გაზონი (ბელტი).