რუსთავში მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ვახუშტის ქუჩაზე, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილში 40 წლამდე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. გამვლელებმა 112-ში დარეკეს და ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილზე დროულად მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, თუმცა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. ადგილობრივების თქმით გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ იყო ნარკოკომა.
ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. გარდაცვლილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.