6 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან ძლიერი, მთიან რეგიონებში ქარბუქი, ნისლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 4 მარტი +10°C, 5 მარტი +12°C, 6 მარტი +12°C, 7 მარტი +7°C.