კომპანია "რუსთავის წყალი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
4 მარტს, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შუწყდება კომპანია "რუსთავის წყლის" ხრამის სათავე ნაგებობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 4 მარტის დილის 10:00 საათიდან 4 მარტის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.
"რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის