3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.
დღეს რუსთავი განსაკუთრებით ფერადია, დღესასწაულთან დაკავშირებით ქუჩებებში ნამდვილად იგრძნობა ამაღლებული განწყობა. შეიძლება ითქვას, რომ 3-მა მარტმა დაძაბული ფონი შეცვალა, ქალაქში ბევრ მომღიმარ ადამიანს შეხვდებით, თანაც ულამაზესი ყვავილებით ხელში.
დედებს, რომლებმაც საჩუქრები უკვე მიიღეს ან შვილებს, რომელთაც ახლა მიაქვთ თაიგულები მშობლებისთვის.
"ინფო რუსთავი" გთავაზობთ ტრადიციულ ფოტორეპორტაჟს რუსთავის ქუჩებიდან, რომელშიც საკმაოდ ემოციურ კადრებს იხილავთ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დედის დღე პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა, რომელიც 1991 წელს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.