შინაგან საქმეთა სამინისტრო უქმე დღეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი 3 და 8 მარტს არ იმუშავებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ უქმე დღეებთან დაკავშირებით, 3 და 8 მარტს აღნიშნული სამსახურები არ იმუშავებს",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.