დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ქალაქ რუსთავში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.
საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას, 1-ლი აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეძლებენ. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში.
ამ ეტაპზე, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება თბილისში, რუსთავში, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:
- რუსთავი, კოსტავას ქ.N20;
- გორი, სამების ქუჩა N1;
- ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
- ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.