სახანძროს ეკიპაჟები რუსთავში, შარტავას ქუჩაზე

2022-03-01 22:05:37

რუსთავში, შარტავას გამზირზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის აივანზე მაყალზე მწვადს წვავდნენ.

ქუჩაზე მცხოვრებლებს კვამლის დანახვის დროს ხანძარი ეგონათ და ადგილზე სახანძრო ეკიპაჟები გამოიძახეს.