ბაჩანა ახალაიამ რუსთავის ციხე დატოვა

2022-03-01 10:32:58

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რუსთავის საპატიმრო დატოვა.

ბავო ახალაია პენიტენციურ დაწესებულებაში ცხრა წელი იმყოფებოდა.

ციხის დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პოლიტიკოსობას არ აპირებს.

დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე. აგერ მიდგას გვერდით მიზანი - მეუღლე და ჩემი შვილები. ეს არის მთავარი ამოცანა და ცოტა ფეხზე დადგომა მინდა. გამოფიტული ვარ, დაღლილი და გადაღლილი ვარ,“ - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.