რუსთავში ლომოურის ქუჩაზე "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი გაქურდეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ავტომობილის მფლობელმა, სალომე ფხალაძემ განუცხადა, ბოლო თვენახევარში ავტომობილის ნაწილები რამდენჯერმე მოპარეს ან დაუზიანეს.
მისივე თქმით, მათ უბანში ქურდობის ფაქტები გახშირებულია.
"სულ მპარავენ, აღარ მიკვირს. ძირითადად ვანდალიზმის მსხვერპლი ვარ. დისკის ხუფი ზუსტად სამჯერ მომპარეს, ერთხელ უკანა შუშის საწმენდი მომიტეხეს. ბოლო თვენახევარში მოხდა ეს ყველაფერი. ამ ბოლო პერიოდში ბევრჯერ გაუტეხავთ მანქანები ამ უბანში. ბოლო 2-3 თვეში დაახლოებით 5-6 მანქანააა ვანდალიზმის მსხვერპლი. რისი გახსნაც შეძლეს ნივთებია მოპარული",- აცხადებს სალომე ფხალაძე.