"სოლიდარობა უკრაინას" [video]

2022-02-24 19:46:46

რუსთავიში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

"გირჩი მეტი თავისუფლების" რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა და რიგითმა მოქალქეებმა აგრესორი რუსეთის ქმედებები გააპროტესტეს და უკრაინელ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეებს მერიის წინ მიტანილი ჰქონდათ უკრაინისა და საქართველოს დროშები, ასევე ტრანსფარანტები წარწერით - "დიდება უკრაინას", "ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", "სოლიდარობა უკრაინას".

აქცია რუსთავში სპონტანურად, სოციალური ქსელით დაიგეგმა.