რუსთავში კორონავირუსის გამო 22-ე საბავშვო ბაგა-ბაღი დახურულია.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა მიაწოდა.
ხუციშვილის თქმით, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კოვიდინფიცირების 15-მდე შემთხვევა ფიქსირდება, რის გამოც რამდენიმე ბაღში ცალკეული ჯგუფებია დახურული.