ხმაური რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით კოსტავას გამზირზე, ალიევის სახელობის სკვერის მიმდებარე ტაერიტორიაზე რამდენიმე ავტომობილი დრიფტით იყო დაკავებული.
შეწუხებულმა მოსახლეობამ ადგილზე პოლიცია გამოიძახა. არსებული ინფორმაციით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, ერთერთი ავტომობილის, კონკრეტულად კი "ბე ემ ვე"-ს მარკის მძღოლი 200 ლარით დააჯარიმა.
ადგილობრივები აცხადებენ რომ აღნიშნულ ლოკაციაზე ავტომობილები ხშირად სწრაფად გადაადილდებიან და ერთმანეთს სხვადასხვა ფორმით ეჯიბრებიან.