2022-02-18 18:49:27
რუსთავში, შარტავას გამზირზე მოძრავ სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს.
შარტავას გამზირზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.