რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე გამწვანების აქცია მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე ფიჭვის ხის ნერგებს რგავენ.
უკვე დარგულია 32 ნერგი, რომლებიც გზის შუაგამყოფ ზოლზე და ტროტუარების გასწვრივ გადანაწილდა.
პროცესი დღის ბოლომდე გაგრძელდება.
სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები ახორციელებენ.