"ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს"

2022-02-17 11:46:13

პოლიტიკურ პარტია "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას" რუსთავსა და გარდაბნის ათი თემში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ ეყოლება და ისინი 2 აპრილს დაგეგმილ არჩევნებზე მხარდაჭერას "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ბადრი ჯაფარიძეს უცხადებენ.

ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

"ბადრი ჯაფარიძეს ხელისუფლება მოექცა უსამართლოდ და ძალადობრივად, იმით რომ ისინი ბევრნი არიან საქართველოს პარლამენტში, უკანონოდ გამოაძევეს პარლამენტიდან. ბადრი ჯაფარიძე არ შეეგუა იმ უსამართლობას, გამოაცხადა ბრძოლა და თქვა, ის აჩვენებს ხელისუფლებას, რომ თავი არ უნდა დაუხარო მოძალადეებს და საზოგადოებასთან ერთად  აპირებს ბრძოლას მაჟორიტარად რუსთავსა და გარდაბნის იმ სოფლებში, რომლებიც შემოერთებულია ამ ოლქს.

ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს ბატონ ბადრის და ღრმად ვარ დარწმუნებული, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას, რადგან არავის არ მოსწონს უსამართლობა და ძალადობა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს და დარწმუნებული ვარ ასე არიან რუსთაველები და გარდაბნის ის ხალხი, რომელიც შემოერთებულია ამ ოლქს",- განაცხადა კირკიტაძემ.