სურამში 200-მდე ძირი მრავალწლოვანი ფიჭვი მოჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინფო რუსთავს“ სურამის მაცხოვრებლენბმა მოაწოდეს. ადგილობრივების მიერ მოწოდებულ ფოტო და ვიდეო მასალაში ჩანს რომ მოჭრილი ხეების ნაწილი ტერიტორიიდან უკვე გატანილია, ნაწილი კი ჯერ კიდევ ტყეშია დარჩენილი.
მოსახლეობის ინფორმაცით შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. ადგილობრივები ვარაუდობენ რომ მომხადრის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, შესაძლოა ტერიტორია გადაწვან.
სურამის მოსახლეობა ინფრმაციის გავრცელებას და როგორც ადგილობრივი ისე ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
კომენტარს გარემოს დაცვის სამინისტროში რამდენიმე წუთში გააკეთებენ. ნახეთ ვიდეო.