რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-02-16 23:31:48

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე თითო-თითო საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში: მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის, გოგოლის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.