რუსთაველის N11_ის გიორგაძის N2,_ის ჩაპაევის N5 ის და მე11 (N1), მე 14 (N10, 11 12) მიკრორაიონების ავარიულ კორპუსებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ტენდერი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად, უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
რამდენიმე თვეში დაიწყება სამუშაოები ავარიულ კორპუსებში - თბილისის, რჩეულიშვილის და ჯავახიშვილის ქუჩებზეც, რომელთა რეაბილიტაციაზეც სატენდერო პროცედურები უკვე დასრულების სტადიაშია.
უსაფრთხო ქალაქის კონცეფცია, დაგეგმილი პროექტები და გაზრდილი ბიუჯეტის მიმართულებები, ქალაქის მერმმა, ნინო ლაცაბიძემ ადგილობრივებს პირადად გააცნო.