პარტია "ლელო"-ს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა სადაც განაცხადა რომ ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება და მას მხარს გაერთიანებული ოპოზიცია დაუჭერს.
"იწყება ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ეს არის პრინციპული ბრძოლა. ამიტომ ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე იქნება წარდგენილი რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად, იმისათვის რომ დავამტკიცოთ ძალა არის ხალხის ხელში. მე მიმნა მივმართო რუსტაველებს, ეს აროს პრინციპული ბრძოლა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.