რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-02-15 00:23:37

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 თებერვალს 12:00 საათიდან 13:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში: ზედგენიძის, ბელიაშვილის, მშვიდობის, მშენებელთა და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.