იანვრის თვეში კორონავირუსული ინფექციით რუსთავის სამ კოვიდკლინიკაში 36 პაციენტი გარდაიცვალა.
მონაცემები საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებებიდან მიაწოდეს.
კლინიკა "რუსთავში" კოვიდინფექციას იანვარში 11 ინფიცირებულის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 58 წლის იყოს.
16 ადამიან გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოში. კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, გარდაცვლილებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 59 წლის პაციენტი იყო. მისივე ცნობით, გარდაცვლილს შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არცერთ მათგანს არ ჰქონია გაკეთებული.
9 პაციენტი გარდაიცვალა მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში.