რუსთავის კოვიდკლინიკაში 2 პაციენტი გარდაიცვალა

2022-02-14 19:30:19

რუსთავის კოვიდკლინიკებში გასული სამი დღის განმავლობაში ორი პაციენტი გარდაიცვალა.

მათ შორის ერთი ინფიცირებული მკურნალობას ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში, ხოლო მეორე მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადიოდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკებში განუცხადეს, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობამ იმატა და შეიძლება ითქვას, რომ რეანიმაციული და თერაპიული განყოფილებები სავსეა