რუსთავის 5 ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება

2022-02-14 18:30:40

15 თებერვალს რუსთავში 5 ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ააიპ საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა.

მისი თქმით 16 ბაღში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება, ხოლო 21-ე, 27-ე, 33-ე, 40-ე და 43-ე ბაგა-ბაღები კოვიდის შემთხვევების გამო კვლავ დახურული რჩება.

შეგახსენებთ, რომ ვირუსის გავრცელების გამო რუსთავის ბაგა-ბაღები 2 თებერვალს დაიხურა.