რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ჯიპი და "მერსედესის" მარკის სადისტრიბუციო ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.