რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-02-14 02:29:44

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში: ლომოურის, თოდრიას, შარტავას, მე-7 და მე-7ა მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის ქუჩაზე; 14:00-დან 15:00 საათამდე რუსთავში მეგობრობის, გრანელის, 11-ე მიკრორაიონსა და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.