რუსთავში 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 22-ე საჯარო სკოლაში არ ჩატარდება.
ამის მიზეზი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთაველ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარება წელს მე-15 საჯარო სკოლაში მოუწევთ.
სკოლის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვისთვის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლისთვისაც 131 436 ლარი გამოყო.