სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით რუსთავში ქალის ყველაზე პოპულარული სახელი ნინოა, ხოლო მამაკაცის გიორგი.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" გთავაზობთ რუსთავში რეგისტრირებული მამაკაცისა და ქალის ყველაზე გავრცელებულ 5-5 სახელს.
ქალის სახელები:
1. ნინო/ნინი/ნინა - 5044
2. მარიამი/მარიამ/მარი - 4801
3. თამარი/თამარ/თამო - 3017
4. ანნა/ანა/ ანუკი - 2029
5. მაია/მაიკო- 1758
კაცის სახელები:
1. გიორგი/გიო - 7174
2. დავითი/დავით/დავიდ/დათო - 3746
3. ნიკოლოზი/ნიკოლოზ/ნიკა - 2067
4. ზურაბ/ზურა/ზურიკო - 1708
5. ალექსანდრე - 1493