რუსთავში, იაღლუჯის მთის ფერდობზე ე.წ. ძველი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ხანძარი იყო.
ცეცხლი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებს ეკიდა. როგორც ტერიტორიის დაცვის თანამშრომელმა "ინფო რუსთავთან" განაცხადა, მისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის მიზეზი.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო და გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ ნარჩენების ღია წესით დაწვა დასჯადი ქმედებაა.