რუსთავის საკრებულოს 2 ახალი წევრი, ბადრი მაჭავარიანი და ერეკლე ლაცაბიძე ჰყავს.
მათი უფლებამოსილება მე-7 მოწვევის საკრებულოს მე-3 სხდომაზე ცნეს.
საკრებულოში მათი შესვლა მას შემდეგ მოხდა, რაც "ქართული ოცნების" წევრებმა რევაზ გოგიძემ და დავით იშხნელმა განაცხადეს, რომ წარმომადგენლობითი ორგანოდან აღმასრულებელში ინაცვლებდნენ.