რუსთავის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით გაიზარდა

2022-02-07 18:15:39

რუსთავის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით გაიზარდა.

თანხა ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერებას, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას, გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაციას, საცხოვრებელ კორპუსებში შიდა წყალკანალიზაციის სისტემებისა და ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, სპორტული და საბავშვო მოედნები მშენებლობასა და აღჭურვას, ბაგა-ბაღების რეაბილიტაციას, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი შენობების სახურავების აღდგენას და  მინიმალური სასურსათო კვების პროგრამის დაფინანსებას მოხმარდება.

რუსთავის მერიამ, ქალაქში განსახორციელებელი პროექტებისთვის, საკრებულოს, ბიუჯეტის 7 მილიონი ლარით გაზრდის მოთხოვნით უკვე მიმართა.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.